Michael
Jackson
Pop of king
1958 - 2009
დაბადება
მაიკლ ჯექსონი დაიბადა ჯოზეფ და
კეტრინ ჯექსონების ოჯახში, ქალაქ გერიში (ინდიანას შტატი). იგი იყო მერვე ათი
შვილიდან. ჯოზეფმა შექმნა ოჯახური ჯგუფი Jackson
5, რომელიც
თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში. თუმცა, ამავე
დროს, დამოუკიდებელ ლეიბლზე Steeltown
Records ჩაწერილი
იქნა ორი სინგლი, ხოლოდ 1969 წელს, ბობი ტეილორის დახმარებით მათ მოაწერეს ხელი
კონტრაქტს მსხვილ ლეიბლთან Motown
Records.
მალე ჯექსონების ოჯახი ცნობილი გახდა
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 1970 წელს მათი პირველი ოთხი სინგლი სხვადასხვა
დროს მოხვდა ამერიკული ჩარტების #1 ადგილზე. მაიკლი გამოირჩეოდა ყველასგან და უკვე
ითვლებოდა წამყვან ძალად მთელ კოლექტივში, მით უმეტეს, რომ სწორედ მას ერგებოდა
ხოლმე მთავარი ვოკალური სოლო-პარტიები. ის იქცევდა ყურადღებას ცეკვის საოცარი
სტილით და სცენაზე მოძრაობის მანერით, რომელიც შეიმუშავა თავისი მუსიკალური
კერპების, ჯეიმზ
ბრაუნისა და ჯეკი
უილსონის გავლენით.
სოლო
კარიერის დაწყება
1973 წლიდან
ხუთეულის პოპულარობამ იკლო და 1976 წლიდან
კონტრაქტი გაფორმა სხვა კომპანიასთან, რასაც მოჰყვა ჯგუფის სახელის უბრალოდ The Jacksons-ით ჩანაცვლება. 1976-1984 წლებში მათ
გამოსცეს კიდევ 6 ალბომი. ამასობაში მაიკლმა დაიწყო სოლო-კარიერა და გამოუშვა ოთხი
წარმატებული სოლო-ალბომი.
1978 წელს მან დაიანა როსთან ერთად
მონაწილეობა ფილმში The Wiz, რომელიც იყო ეკრანიზაცია ბროდვეის მიუზიკლისა ოზის
საოცარი ჯადოქარი. გადაღებების დროს მან გაიცნო
მუსიკალური რეჟისორი კუინსი
ჯონსი, რომელიც მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერად იქცა. აქედან
პირველმა, Off
the Wall (1979) წარადგინა მაიკლი, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი, ხოლო სასცენო
პროგრამამ - როგორც შესანიშნავი მოცეკვავე. ჩარტების სათავეში მოექცა სინგლები Don’t Stop 'Til You Get Enough და Rock With You, თავად ალბომი კი გაიყიდა 20 მილიონი
ასლის ოდენობით. ბევრი კრიტიკოსი დღემდე თვლის, რომ ეს დისკი იყო დისკოს ჟანრის
უკანასკნელი მნიშვნელოვანი ჩანაწერი.
პირადი
ცხოვრება
1994 წლის მაისში, მომღერალი მაიკლ
ჯექსონი დაქორწინდა ცნობილი მომღერლის ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარი პრესლიზე.
ისინი მალევე დაშორდნენ, რადგან ლიზამ მაიკლს შვილი არ გაუჩინა. თუმცა 2010 წლის
ბოლოს ლიზამ ჩაწერა ოპრა უინფრისთან ინტერვიუ სადაც იგი დაუფარავად საუბრობს მისი
და მაიკლის ურთიერთობაზე და აღნიშნავს , რომ მათ ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ.
1996 წლის 14 ნოემბერს მეორედ იგი
დაქორწინდა დები როუზე. მათი ქორწინება ბევრად ხანგრძლივი გამოდგა ვიდრე ლიზა მარი
პრესლისთან, მაიკლ ჯექსონს დები როუსგან ეყოლა შვილები: პრინს მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი
და ქალიშვილი პერის ჯექსონი .
მალევე ისინი დაშორდნენ დებიმ კი
განაცხადა: "მაიკლს ძალიან უნდოდა შვილები, ის არის საუკეთესო მამა. მე
შვილები არ მიმიტოვებია, უბრალოდ შვილები მხოლოდ მაიკლის გამო გავაჩინე „
ცნობილია, რომ მაიკლ ჯექსონი, როგორც
მამა, თავის მოვალეობებს პირნათლივ ასრულებს. ეს განაცხადა მისი სიკვდილის შემდეგ
პერის ჯექსონმაც: მამიკო იყო საუკეთესო მამა , რომელიც კი შეიძლებოდა ოდესმე წარმოგედგინათ
, მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა , რომ ის ძლიერ მიყვარს.
მაიკლის ირგვლივ სწორედ ამან
გამოიწვია დიდი სკანდალი, მისი არანორმალური სიყვარული ბავშვების მიმართ იქცა იმის
საბაბად, რომ მისთვის ეჩივლათ სასამართლოში პედოფილიისთვის. ცნობილია რომ მაიკლ
ჯექსონის წინააღმდეგ 2 სასამართლო ჩატარდა და ვერც ერთზე ვერ დამტკიცდა მისი
დამნაშავეობა. პირველად მბრალდებელი იყო ჯორდან ჩენდლერი, რომლის მამამაც აღიარა,
რომ ჯექსონისგან ფულის გამოძალვის მიზნით მოიქცა ასე, ხოლო მეორე - ერვინ გავიზო,
რომლის მშობლებმაც ასევე ტყუილად დასდეს ბრალი მაიკლს.
კარიერა
ჯექსონის 1982 წლის დისკი Thriller ითვლება ყველა დროის ყველაზე
გაყიდვად ალბომად. მისი სხვა ალბომები, მათ შორის Off
the Wall (1979), Bad (1987), Dangerous (1991) და HIStory (1995) ასევე ითვლება მსოფლიო ბესტსერებად.
ჯექსონი იმ რამდენიმე შემსრულებელს შორის არის, რომლებიც როკ-ენ-როლის
დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. იგი ასევე
შეყვანილი იქნა ცეკვის დიდების დარბაზში როგორც პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი
მოცეკვავე პოპისა და როკ-ენ-როლის სამყაროდან. მის დამსახურებებსა და ჯილდოებს
შორის არის: გინესის
მსოფლიო რეკორდები, 13 გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო (ყველაზე მეტი ამ ჯილდოს არსებობის
ისტორიაში, მათ შორის - ’საუკუნის შემსრულებლის’ კატეგორიაში); 13 სინგლი,
მოხვედრილი #1 პოზიციაზე აშშ-ს ჩარტებში მისი სოლო-კარიერის მანძილზე და მსოფლიო
მასშტაბით გაყიდული დაახლოებით 750 მილიონი ჩანაწერი. ჯექსონს ასევე მიღებული
აქვს არაერთი
ჯილდო.
გარდაცვალება
2009 წლის აპრილში ექიმებმა ჯეკსონს
კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს
ინფორმაცია უარყო. 2009 წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში,
პოპ-მუსკის ლეგენდა წაიქცა, ნომერზე – 911, ადგილობრივი დროით, 12:21 წუთზე
დაირეკა, როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯეკსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა, მას
სწრაფად ჩაუტარეს გულის ოპერაცია, მაგრამ კომაში ჩავარდა და კალიფორნიის
სამედიცინო უნივერსიტეტში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოპის მეფის დაკრძალვის ცერემონია
რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად, მომღერლის დასაფლავების ცერემონიალი 29
აგვისტოს, მის დაბადების დღეზე იგიგმებოდა, მაგრამ დაკრძალვა ნათესავების
მოთხოვნით, 3 სექტემბრისთვის გადაიდო. ოჯახის ადვოკატი – ბრაიან ოკსმანი კი ირწმუნება,
რომ მომღერლის სხეული 6 აგვისტოს მიაბარეს მიწას.იგი კალიფორნიის ტერიტორიაზე,
მემორიალურ პარკში – „Forest Lawn Glendale“, ცნობილი მსახიობების და მომღერლების გვერდით დაკრძალეს. ჯექსონი ცნობილი
სასაფლაოს მავზოლეუმში მერი პიკფორდის, ჰემფრი ბოგარტას, ნატ კინგ კოულის და უოლტ
დისნეის გვერდით განისვენებს. „Associated
Press“-ის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ მომღერლის ნათესავები და
დაახლოებით 200 უახლოესი მეგობარი ესწრებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ ელიზაბეტ
ტეილორი, მაკალეია კალკინა და სტივ უანდერი.





